Accentnews.ge
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 40მლრდ დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 40მლრდ დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა

11/05/2022 05:50:32 მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 40მლრდ დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა.

წარმომადგენელთა პალატის შემდეგ დოკუმენტი უნდა დაამტკიცოს სენატმა. როგორც უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, სენატი სწრაფად იმოქმედებს.

კანონპროექტის თანახმად, 23,4 მილიარდი დოლარი გამოყოფილია სამხედრო საჭიროებებისთვის.

9 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა. კანონი პრეზიდენტს მისცემს შესაძლებლობას უკრაინას უფრო სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და საჭირო მარაგები რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S