Accentnews.ge
ზელენსკი: "რუსეთი "აზოვსტალიდან" სამხედროების ევაკუაციის ყველა შეთავაზებულ ვარიანტს ბლოკავს"

ზელენსკი: "რუსეთი "აზოვსტალიდან" სამხედროების ევაკუაციის ყველა შეთავაზებულ ვარიანტს ბლოკავს"

10/05/2022 19:41:44 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსული მხარე არ თანხმდება არცერთ შეთავაზებულ ვარიანტს მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხნიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაციასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ზელენსკიმ მალტის პარლამენტისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა.

"ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო დიპლომატიურ ინსტრუმენტს, რათა შევძლოთ მათი [უკრაინელი სამხედროების] გადარჩენა. თუმცა რუსეთი არ გვაძლევს თანხმობას არცერთ შეთავაზებულ ვარიანტზე", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მარიუპოლის გასათავისუფლებლად საჭირო იარაღის რაოდენობა, ამ ეტაპზე, არ აქვთ.

უკრაინის ვიცე–პრემიერის ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე ამ დროისთვის1 000-ზე მეტი უკრაინელი სამხედროა.

უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი 7 მარტის შემდეგ რუსების ალყაშია მოქცეული. „აზოვსტალი“ არის ერთადერთი გამაგრებული ტერიტორია მარიუპოლში, რომლის აღებაც თითქმის ორთვიანი ომის შედეგად რუსულმა არმიამ ვერ შეძლო.

რუსეთისთვის მარიუპოლის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან მარიუპოლის აღების შემთხვევაში, მოსკოვს დონბასიდან ყირიმთან სახმელეთო დერეფანი ექნება.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S