Accentnews.ge
პენტაგონის წარმომადგენელი: "ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში რუსეთმა 12-მდე ჰიპერბგერითი რაკეტა გამოიყენა"

პენტაგონის წარმომადგენელი: "ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში რუსეთმა 12-მდე ჰიპერბგერითი რაკეტა გამოიყენა"

10/05/2022 18:59:14 მსოფლიო

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში რუსეთმა 12-მდე ჰიპერბგერითი რაკეტა გამოიყენა, – იუწყება CNN პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

„ცხადია, ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი იყენებდნენ ჰიპერბგერით რაკეტებს და ურტყამდნენ შენობებს, მაგრამ ამ დრომდე არ არსებობს მინიშნება, რომ ისინი ოდესაში გამოიყენეს“, - აშშ–ის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა პირმა.

მას რაკეტების გაშვების თარიღი და ადგილი არ დააკონკრეტებია.

რუსეთი მარტში უკრაინაში Kinzhal-ის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტების გამოყენების ტაობაზე იუწყებოდა.

რა ტიპის იარაღია ჰიპერბგერითი რაკეტა

ჰიპერბგერით რაკეტას ატმოსფეროს ზედა ნაწილში ფრენა ხმის სიჩქარეზე 5–ჯერ უფრო სწრაფად შეუძლია.

ამ ტიპის რაკეტა უფრო მეტად მანევრირებადია, ვიდრე ჩვეულებრივი რაკეტა და ის ჩვეულებრივი რაკეტაზე უფრო მეტად დახვეწილია, აირიდოს საჰაერო თავდაცვითი ჩარევა.

რა ვიცით Kinzhal–ის თაობაზე

Kinzhal-ის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტის გამოცდის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2018 წელს განაცხადა. იმჟამად მან დასავლეთს ასე მიმართა:

„მათ უნდა გაითვალისწინონ ახალი რეალობა და გაიგონ... [ეს] ბლეფი არ არის“.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, Kinzhal–ს შეუძლია, დაახლოებით 2000 კმ–ის მანძილზე მყოფ სამიზნეს მიაღწიოს.

აღსანიშნავა, რომ რუსეთის გარდა, ჰიპერბგერითი რაკეტების ტექნოლოგიაზე ჩინეთი, აშშ და მსოფლიოს, სულ მცირე, ხუთი სხვა ქვეყანა მუშაობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S