Accentnews.ge
ფინური კომპანია ევროპაში ტვირთებს ჩინეთიდან საქართველოს გავლით გაიტანს

ფინური კომპანია ევროპაში ტვირთებს ჩინეთიდან საქართველოს გავლით გაიტანს

10/05/2022 18:29:46 მსოფლიო

ფინური კომპანია Nurminen Logistics ჩინეთიდან ტვირთებს საქართველოს გავლით გაიტანს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სარკინიგზო მარშრუტში, რომლის მიზანიც ჩინეთიდან ტვირთების ცენტრალურ ევროპაში გატანაა, ჩართულია ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და რუმინეთი.

პირველი ტვირთი ახალი მარშრუტის გავლით ჩინეთიდან დღეს გაიგზავნა.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ახალ მარშრუტზე დიდი მოთხოვნა არსებობდა და შემდეგი მატარებელი, რომელიც 25 მაისს უნდა დაიძრას, თითქმის უკვე სავსეა ტვირთით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S