"პუტინი უკრაინაში გრძელვადიანი ომისთვის ემზადება"
10/05/2022 16:32:13 მსოფლიო
შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის ავრილ ჰაინსის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში გრძელვადიანი ომისთვის ემზადება.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონში წარმატებას მიაღწევს, ეს შესაძლოა, ომის დასასრული არ იყოს.
"ამჟამინდელი ტენდენცია ზრდის იმის ალბათობას, რომ პრეზიდენტი პუტინი უფრო რადიკალურ ზომებს მიმართავს“, – აცხადებს აშშ–ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის უფროსი.
მისივე თქმით, პუტინმა შესაძლოა რუსეთში საომარი მდგომარეობაც გამოაცხადოს. როგორც ჰაინსმა აღნიშნა, პუტინს იმედი აქვს, რომ აშშ და უკრაინის ევროპელი პარტნიორები დროთა განმავლობაში დასუსტდებიან.
რაც შეეხება ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხს, ჰაინსის გაცხადებით, კრემლი ამ ნაბიჯს იმ შემთხვევაში დაუშვებს, თუ პუტინი "ეგზისტენციალურ საფრთხეს" დაინახავს.


