გაერო–ს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის შემცვლელად ჩეხეთი აირჩია
10/05/2022 17:00:01 მსოფლიო
გაერო–ს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საბჭოში ჩეხეთის რესპუბლიკა აირჩია. გადაწყვეტილებას მხარი 157-მა წევრმა დაუჭირა, 23-მა კი თავი შეიკავა.
ჩეხეთის რესპუბლიკის ვადა დღეიდან იწყება და 2023 წლის 31 დეკემბერს იწურება. ჩეხეთი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც რუსეთის შემცვლელად დასახელდა.
7 აპრილს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რუსეთის გარიცხვას ადამიანის უფლებათა საბჭოდან. გადაწყვეტილებას მხარი 93-მა ქვეყანამ დაუჭირა, 58-მა კი თავი შეიკავა.
რეზოლუციის პროექტში გაერო–ს გენერალური ასამბლეა აღნიშნავდა, რომ "ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის უფლებას შეუჩერებენ მას, ვინც ადამიანის უფლებებს არღვევს უხეშად და სისტემატიურად"


