Accentnews.ge
"უკრაინა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს, თუმცა არ შეიძლება, იყოს მოკლე გზა გაწევრიანებამდე"

"უკრაინა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს, თუმცა არ შეიძლება, იყოს მოკლე გზა გაწევრიანებამდე"

10/05/2022 15:13:47 მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბაერბოკის განცხადებით, "უკრაინა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს, თუმცა არ შეიძლება, იყოს მოკლე გზა გაწევრიანებამდე". ამის შესახებ მან უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე თქვა, რომ გერმანია ნულამდე შეამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს.

28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც.

სამივე ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი უკვე შეავსო. შევსებული კითხვარის მიღების შემდეგ სამი ქვეყნის წევრობის განაცხადებზე მოსაზრებები ევროკომისიამ ევროკავშირის ლიდერებს 24-25 ივნისისთვის დაგეგმილ სამიტზე უნდა წარუდგინოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S