Accentnews.ge
გერმანიის საელჩო კიევში მუშაობას განაახლებს

გერმანიის საელჩო კიევში მუშაობას განაახლებს

10/05/2022 15:03:15 მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბაერბოკის განცხადებით, გერმანიის საელჩო კიევში მუშაობას განაახლებს.

როგორც მინისტრმა კიევში ვიზიტისას თქვა, საელჩო თავდაპირველად შეზღუდული რაოდენობის პერსონალით დაიწყებს მუშაობას.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საელჩოების ნაწილი სამუშაოდ ლვოვში გადავიდა. გერმანიამ თანამშრომლების ნაწილი პოლონეთში, ნაწილი კი ბერლინში გადაიყვანა. მას შემდეგ რაც კიევის ოლქი რუსი ჯარისკაცებისგან გათავისუფლდა, საელჩოებმა დედაქალაქში დაბრუნება დაიწყეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S