Bloomberg: "1994 წლის შემდეგ პირველად, რუსეთის ეკონომიკა ყველაზე დიდი ვარდნის წინაშეა"
10/05/2022 13:17:15 მსოფლიო
1994 წლის შემდეგ პირველად, რუსეთის ეკონომიკა ყველაზე დიდი ვარდნის წინაშეა, – იუწყება Bloomberg.
გამოცემის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შიდა პროგნოზის მიხედვით, წელს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი შესაძლოა, 12%-ით შემცირდეს. მანამდე, უწყება მშპ-ს 8%-ით შემცირებას პროგნოზირებდა.
როგორც Bloomberg იტყობინება, წინასწარი პროგნოზის მიხედვით, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთს ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ღრმა ეკონომიკური ვარდნა ექნება.


