Accentnews.ge
რუსეთში ერთ დღეში სამი გუბერნატორი გადადგა

რუსეთში ერთ დღეში სამი გუბერნატორი გადადგა

10/05/2022 13:16:29 მსოფლიო

ტომსკის და კიროვის ოლქების გუბერნატორებმა სერგეი ჟვაჩკინმა და იგორ ვასილიევმა თანამდებობები მოულოდნელად დატოვეს.

65 წლის სერგეი ჟვაჩკინმა თქვა, რომ საჭიროდ თვლის "გზა ახალგაზრდებს დაუთმოს".

როგორც გამოცემა РБК ოქტომბერში მიუთითებდა, ჟვაჩკინის გადადგომა კრემლში დაგეგმილი რეგიონში პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის გუნდის მაღალი შედეგების გამო: ტომსკის საქალაქო სათათბიროს არჩევნებში მმართველმა პარტიამ ხმების 24,46% მიიღო, ხოლო ოპოზიციის კანდიდატებმა, მათ შორის ნავალნის მხარდაჭერილებმა 27 ოლქიდან 19-ში გაიმარჯვეს.

გამოცემის წყაროებმა განაცხადეს, რომ რეგიონის ახალი ხელმძღვანელი შეიძლება, გახდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი ვლადიმირ მაზურა.

ჟვაჩკინის შემდეგ გადადგომის შესახებ განაცხადა კიროვის ოლქის ხელმძღვანელმა იგორ ვასილიევმა და აღნიშნა, რომ მუშაობის ფედერალურ დონეზე გაგრძელების განზრახვა აქვს.

მოგვიანებით კი სარატოვის ოლქის გუბერნატორის ვალერი რადაევის მიერ თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვების შესახებ გახდა ცნობილი:

”მე 10 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი სარატოვის რეგიონს. ვაპირებ, ყურადღება სხვა სფეროზე გავამახვილო”.

პოლიტიკური და ეკონომიკური კომუნიკაციების სააგენტოს რეიტინგში გადადგომის სავარაუდო კანდიდატებს შორის ასევე დასახელებულია ორელის ოლქის გუბერნატორი ანდრეი კლიჩკოვი, მარი ელის, ხაკასიას, კალმიკისა და იაკუტიის ხელმძღვანელები - ალექსანდრე ევსტიფეევი, ვალენტინ კონოვალოვი, ბატუ ხასიკოვი და აისენ ნიკოლაევი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S