
ხაშურში მშენებარე ობიექტიდან კაცი გადმოვარდა
10/05/2022 13:14:15 საზოგადოება
ხაშურში 47 წლის კაცი ხარაჩოდან გადმოვარდა, – იუწყება mozaikanews.
მისი ინფორმაციით, იგი ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე მუშად მუშაობდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანა.
მას თავის ტვინის შერყევა და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა აქვს.