Accentnews.ge
ნაყოფია განმარტავს, რატომ თქვა უარი სააკაშვილმა „ვივამედში“ დღეს გადაყვანაზე

ნაყოფია განმარტავს, რატომ თქვა უარი სააკაშვილმა „ვივამედში“ დღეს გადაყვანაზე

10/05/2022 12:13:37 პოლიტიკა, საზოგადოება

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის კობა ნაყოფიას ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე თანახმაა.

„ამ შემოთავაზებაში არ არის საუბარი სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით, მას შესთავაზეს, რომ „ვივამედში” გადაიყვანდნენ გამოკვლევების ჩასატარებლად და ისევ უკან დააბრუნებდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში. მას შესთავაზეს, რომ ეს მომხდარიყო დღეს, რაზეც განუცხადა, რომ დღეს ვერ წავიდოდა, რადგან დღეს ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს ოჯახის წევრებს, რის გამოც მოუწია უარის თქმა. მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს დაუდასტურა, რომ ხვალ, ზეგ და მომდევნო დღეებში მზად არის გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე”, - აღნიშნა კობა ნაყოფიამ.

იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს.

სახალხო დამცველთან არსებული სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობითა და დეპრესიით, რამაც საბოლოო შედეგად დააყენა ანორექსია. კონსილიუმის დასკვნით, საჭიროა ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მკურნალობისთვის მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს და აქციებს აანონსებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S