Accentnews.ge
"არ დავნებდებით, სანამ პუტინი არ დამარცხდება"

"არ დავნებდებით, სანამ პუტინი არ დამარცხდება"

10/05/2022 11:15:39 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პირობას დებს, რომ "უკრაინის ერთგულ მეგობრად დარჩება, რადგან კიევი აგრძელებს გმირულ ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ".

"ეს ქვეყანა უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენ უკრაინაზე პუტინის სასტიკ თავდასხმაზე რეაირება მოვახდინეთ, გავაერთიანეთ მსოფლიო მისი აგრესიის წინააღმდეგ და რუსეთს მკაცრი სანქციები დავუწესეთ. ჩვენ არ დავნებდებით, სანამ პუტინი არ დამარცხდება", – განაცხადა ჯონსონმა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S