Accentnews.ge
უკრაინა ხარკოვის მიმართულებით კონტრშეტევაზე იუწყება

უკრაინა ხარკოვის მიმართულებით კონტრშეტევაზე იუწყება

10/05/2022 11:07:15 მსოფლიო

უკრაინა ხარკოვის მიმართულებით კონტრშეტევაზე იუწყება. როგორც ქვეყნის გენშტაბში აცხადებენ, უკრაინამ გარკვეული წინსვლა მოახდინა ხარკოვის აღმოსავლეთით.

მისი ცნობით, ამჟამად ყველაზე მძიმე ბრძოლები დონეცკის რეგიონშია, სადაც რუსული ძალები ცდილობენ, დაწინაურდნენ ქალაქ ლიმანის მიმართულებით, რომელიც რეგიონის მთავარი სატრანსპორტო კერაა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S