Accentnews.ge
9 მაისს რუსეთში 100–ზე მეტი ადამიანი დააკავეს ომის საწინააღმდეგო პიკეტებში მონაწილეობისთვის

9 მაისს რუსეთში 100–ზე მეტი ადამიანი დააკავეს ომის საწინააღმდეგო პიკეტებში მონაწილეობისთვის

10/05/2022 09:55:58 მსოფლიო

9 მაისს რუსეთში, სულ მცირე, 125 ადამიანი დააკავეს ომის საწინააღმდეგო პიკეტებში მონაწილეობისთვის, – იუწყება "OVD-Info".

მისი ცნობით, მოსკოვში, პუშკინის მოედანზე პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი "ავტოზაკში" ჩააგდო იმის გამო, რომ გამვლელებს ტკბილეულს ურიგებდა, თუ ისინი ომის საწინააღმდეგო აზრს გამოხატავდნენ. მასთან ერთად დააკავეს გამოცემა SOTA-ს ჟურნალისტი ეგორ შატოვი, რომელიც იმ მომენტში ინტერვიუს აძლევდა ტკბილეულის დამრიგებელს.

ამასთან, პუშკინის მოედანზე ერთკაციანი პიკეტის ორგანიზატორი დიმიტრი კოვალი დააკავეს. მას პლაკატი წარწერით "ომი არ არის მშვიდობა, თავისუფლება არ არის მონობა, უმეცრება არ არის ძალა" ეჭირა.

"OVD-Info"–ს ცნობით, გარდა ამისა, მოსკოვში, პეტერბურგში, ყაზანში, ორენბურგსა და რუსეთის სხვა ქალაქებში დააკავეს რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც ომის საწინააღმდეგო პლაკატებით მივიდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S