Accentnews.ge
"თუ ჩვენ ვერ მივიღებთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ეს მხოლოდ ნიშნავს, რომ ევროპა ჩვენს მოტყუებას ცდილობს და ამის გადაყლაპვას არ ვაპირებთ"

"თუ ჩვენ ვერ მივიღებთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ეს მხოლოდ ნიშნავს, რომ ევროპა ჩვენს მოტყუებას ცდილობს და ამის გადაყლაპვას არ ვაპირებთ"

10/05/2022 09:44:27 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ თუ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს, ეს ნიშნავს, რომ ევროპა უკრანის მოტყუებას ცდილობს.

"თუ ჩვენ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს, რომ ევროპა ჩვენს მოტყუებას ცდილობს და ჩვენ ამის გადაყლაპვას არ ვაპირებთ. ახლა უკრაინა ერთადერთი ადგილია ევროპაში, სადაც ადამიანები იხოცებიან იმ ფასეულობებისთვის, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება. ვფიქრობ, ამას პატივი უნდა სცენ“,- განაცხადა კულებამ.

მისივე ინფორმაციით, უკრაინა კანდიდატის სტატუსის მიღებას ივნისისთვის ელოდება.

უკრაინამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი მარტში წარადგინა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S