Accentnews.ge
მხოლოდ ერთ შენობაში 44 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს –  სინეგუბოვი

მხოლოდ ერთ შენობაში 44 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს –  სინეგუბოვი

10/05/2022 07:29:52 ევროპა

ხარკოვის რეგიონში, იზუმში, სახლის ნანგრევების ქვეშ, რომელიც ოკუპანტებმა მარტში გაანადგურეს, 44 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს,– იუწყება ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ სინეგუბოვი.

„დროებით ოკუპირებულ იზიუმში, ხუთსართულიანი შენობის ნანგრევებში, რომელიც ოკუპანტებმა მარტის პირველ ათ დღეში გაანადგურეს, 44 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ეს არის რუსი დამპყრობლების კიდევ ერთი საშინელი სამხედრო დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ!",– ნათქვამია შეტყობინებაში.

რუსული ძალები ინტენსიურად ბომბავენ დასახლებულ პუნქტებს, რასაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S