Accentnews.ge
"საფრთხეებისგან თავის დასაცავად რუსეთში რეჟიმის შეცვლა ერთადერთი გზაა"

"საფრთხეებისგან თავის დასაცავად რუსეთში რეჟიმის შეცვლა ერთადერთი გზაა"

10/05/2022 07:18:26 მსოფლიო

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და რეჟიმის ცვლილება ერთადერთი გზაა მომავალი საფრთხეებისგან დასავლეთისა და მისი მოკავშირეების დასაცავად.

მისი თქმით, 9 მაისს პუტინის გამოსვლა "არ იყო შთამბეჭდავი", ხოლო გენერლებისა და სხვა პირების "პირქუში სახეები" უკრაინაში ომში დამარცხებაზე მიუთითებდა.

"ჩვენი გადმოსახედიდან, იმ დრომდე, სანამ ეს რეჟიმი აღარ იქნება ხელისუფლებაში, მის გარშემო მყოფ ქვეყნებს გარკვეულწილად საფრთხე ემუქრებათ. არა მხოლოდ პუტინი, არამედ მთელი რეჟიმის, რადგან შეიძლება პუტინისა და მისი გარემოცვის შეცვლა, მაგრამ მის ადგილას შეიძლება სხვა პუტინი მოვიდეს. თუ რაიმე დამტკიცდა მათთვის, ვისაც ეჭვი ეპარებოდა საქართველოში 2008 წლისა და უკრაინაში 2014 წლის შემდეგ, ისაა, რომ რუსეთი აგრესორი ქვეყანაა. ეს ძალიან აშკარაა", - განაცხადა ლანდსბერგისმა.

ლანდსბერგისი ამბობს, რომ ლიეტუვა და კმაყოფილია იმ მხარდაჭერით, რომელსაც ნატო-ში მოკავშირეებისგან და სხვა იღებს, თუმცა მათ მეტი სჭირდებათ.

მისი თქმით, მადრიდის სამიტზე ლიეტუვა ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებთან ერთად მოითხოვს, რომ ნატო-მ უზრუნველყოს მეტი საჰაერო და საზღვაო თავდაცვის მიწოდება, ისევე, განალაგოს ჯარები მათ ტერიტორიაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S