EBRD: "2022 წელს უკრაინის ეკონომიკა 30%-ით შემცირდება"
10/05/2022 07:03:23 მსოფლიო
ევროპის განვითარების ბანკი ( EBRD) აცხადებს, რომ უკრაინის ეკონომიკა მიმდინარე წელს თითქმის მესამედით შემცირდება.
მიუხედავად ამისა, EBRD აცხადებს, რომ უკრაინის ეკონომიკა 2023 წელს 25%-ით აღდგება, მარტის პროგნოზი კი 23% იყო.
EBRD–ს ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მოულოდნელად შეაჩერა ეკონომიკური აღდგენა, რომელიც უკრაინაში გასულ წელს დაიწყო. "რამდენ ხანს გაგრძელდება საომარი მოქმედებები, ნებისმიერი ომისშემდგომი დასახლების ფორმა, რეკონსტრუქციის მასშტაბები და ის თუ რამდენი ლტოლვილი დაბრუნდება სახლში, ასევე გავლენას მოახდენს აღდგენის სიჩქარეზე", – აცხადებენ EBRD–ში.
რაც შეეხება რუსეთს, EBRD–ს პროგნოზით, რუსეთის ეკონომიკა წელს 10%-ით შემცირდება და მომავალ წელს ნულოვანი ზრდა ექნება.


