Accentnews.ge
"პუტინს უკრაინის ომიდან გამოსვლის გზა არ აქვს"

"პუტინს უკრაინის ომიდან გამოსვლის გზა არ აქვს"

10/05/2022 05:55:27 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, იგი წუხს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინის ომიდან გამოსვლის გზა არ აქვს. ამის შესახებ მან ვაშინგტონში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე განაცხადა.

ბაიდენის თქმით, იგი ცდილობს, გაარკვიოს, რა გააკეთოს ამასთან დაკავშირებით.

"პუტინს შეცდომით სჯეროდა, რომ უკრაინაში შეჭრით ნატო-სა და ევროკავშირს დაშლიდა. ამის სანაცვლოდ აშშ და მრავალი ერვოპული ქვეყანა უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ", – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინი ძალიან ანგარიშიანი კაცია და პრობლემა, რომელიც მას ახლა აწუხებს, არის ის, რომ ამჟამად ომიდან გამოსვალის გზა არ აქვს.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S