
„საარტილერიო დაბომბვის შედეგად დავით ჟვანია დაიღუპა“ - გერაშჩენკო
09/05/2022 21:09:13 ევროპა
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშჩენკოს ცნობით, ყოფილი სახალხო დეპუტატი დავით ჟვანია ზაპოროჟიეს ოლქში "ნაცრისფერ ზონაში" დაბომბვისას დაიღუპა.
"ყოფილი სახალხო დეპუტატი დღეს, ზაპოროჟიეს ოლქში, სოფელ ნოვოპოკროვკასთან ოკუპანტების საგუშაგოსთან საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაიღუპა.
ცნობილია ისიც, რომ ჟვანიას რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა და იყო "როსატომის" არაოფიციალური წარმომადგენელი", - დაწერა მან Telegram-ზე.