Accentnews.ge
"ლენდ-ლიზის" კანონის ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია - ზელენსკი

"ლენდ-ლიზის" კანონის ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია - ზელენსკი

09/05/2022 20:57:50 ევროპა, მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ "ლენდ-ლიზის" აქტზე ხელმოწერას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისტორიული ნაბიჯი უწოდა.

"მადლობელი ვარ აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენისა და ამერიკელი ხალხის, ჩვენი თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერისთვის. "ლენდ-ლიზის" შესახებ კანონის ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, ისევ ერთად გავიმარჯვებთ და ჩვენ დავიცავთ დემოკრატიას უკრაინასა და ევროპაში, როგორც 77 წლის წინ", - წერს ზელენსკი "ტვიტერზე".

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის ლენდ-ლიზის კანონს ხელი 9 მაისს მოაწერა.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად დაუჭირა მხარი "უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტის" მიღებას.

ეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინას უფრო სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და საჭირო მარაგები რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას.

თავად ხელმოწერის თარიღიც სიმბოლურია, რადგან 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამაჯვების მორიგი წლისთავი აღინიშნება, ხოლო ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და კონფლიქტის მსვლელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტად მიიჩნევა: ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ს მისცა შესაძლებლობა ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირეებისთვის სწრაფად მიეწოდებინა მარაგები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S