პეტერბურგში პენსიონერ მომიტინგეს თავს დაესხნენ
09/05/2022 20:52:28 მსოფლიო
77 წლის მხატვარს ელენა ოსიპოვას პეტერბურგში თავს დაესხნენ. ამის შესახებ იტყობინება Rotunda ნიკიტა ადიშჩევზე მითითებით, რომელიც მის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს.
მისი თქმით, ახალგაზრდა ბიჭები პენსიონერ ქალს ელოდნენ, ხელოვანს პლაკატები ხელიდან გამოსტაცეს და გაიქცნენ.
მხატვარი „უკვდავი პოლკის“ მსვლელობისას, პროტესტის ნიშნად, ნევსკის პროსპექტთან ერთ–კაციან პიკეტში ორი პლაკატით აპირებდა დგომას."მე არ ვარ ტერორისტი!" – მსგავსი ლოზუნგებით 77 წლის ელენა ოსიპოვა ხშირად გამოდის ქუჩაში უკრაინის ომის წინააღმდეგ. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომიტინგეა.


