Accentnews.ge
ბერლინში უკრაინელ ჟურნალისტს თავს დაესხნენ – საელჩო

ბერლინში უკრაინელ ჟურნალისტს თავს დაესხნენ – საელჩო

09/05/2022 20:23:41 ევროპა

ბერლინში, 9 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე უკრაინელ ჟურნალისტს "1+1"-იდან თავს დაესხნენ,– ამის შესახებ უკრაინული მედია და გერმანიაში უკრაინის საელჩო იუწყებიან.

როგორც მედია წერს, კორესპონდენტზე თავდასხმის პირველად ცნიბილი უკრაინელი აქტივისტებისგან გახდა, რომლებმაც ასევე ამახვილებდნენ ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ბერლინის ტრეპტო–პარკში საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალური კომპლექსის ტერიტორიაზე მიმდინარე ღონისძიებების მონაწილეებს ხელი არ შეშლიათ, გამოეყენებინათ რუსეთისა და საბჭოთა კავშირის სიმბოლოები.

მოგვიანებით გერმანიაში უკრაინის საელჩომაც გაავრცელა ცნობა და აღნიშნა, რომ უკრაინული ტელეკომპანიის „1+1“-ის კორესპონდენტ ნატალია მოსეჩუკს დაზიანები მიაყენა რუსულენოვანმა მოქალაქემ. გადამღები ჯგუფი ამზადებდა სიუჟეტს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

„გერმანიაში უკრაინის საელჩოსთვის ცნობილია ამ ინციდენტის შესახებ და ეცნობა ბერლინის პოლიციას. მოვუწოდებთ პოლიციას, დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა დამნაშავეები მიეცნენ პასუხისგებაში “, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მედია წერს, რომ 8 მაისს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 77-ე წლისთავის აღნიშვნისას, ბერლინში რამდენიმე კონფლიქტი მოხდა უკრაინული სიმბოლოების გამოყენებასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S