
ბრიტანეთის დედოფალი 60 წლის განმავლობაში პირველად არ დაესწრება საკონსტიტუციო ღონისძიებას
09/05/2022 20:00:27 ევროპა
ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II არ დაესწრება 10 მაისს პარლამენტის გახსნის ცერემონიას, რომელზეც მონარქის სიტყვა უნდა წაიკითხონ,– იუწყება BBC ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით.
1963 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა დედოფალი გამოტოვებს ამ საკონსტიტუციო ცერემონიას. მის ნაცვლად სიტყვით გამოვა პრინცი ჩარლზი და მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგი გამოცხადდება.
როგორც იუწყებიან, 96 წლის დედოფალს გადაადგილება უჭირს და ბოლო დროს საჯარო ღონისძიებებზე არ გამოჩენილა. ბოლო დრომდე ბუკინგემის სასახლე ტოვებდა შესაძლებლობას, რომ დედოფალი დასწრებოდა ღონისძიებას, თუმცა საბოლოოდ, ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ ზემოთხსენებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
მანამდე დედოფალმა 70–წლიანი მმართველობის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ - ორსულობის გამო გამოტოვა ცერემონია.