
თენგიზ ცერცვაძე: "დიახ, თანამდებობაზე ვრჩები"
09/05/2022 19:05:08 საზოგადოება
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის" ეთერში განაცხადა, რომ თანამდებობაზე რჩება.
„დიახ, ვრჩები. ერთი, რამაც მაფიქრებინა, რომ ის განცხადება ემოციური იყო და შეიძლება, საქმისთვის და ქვეყნისთვის სჯობს, დავრჩე არის ის, რომ ძალიან საინტერესო იყო რეაქცია. მე რომ მეგონა თავიდან, მთელი ქვეყანა დაინგრა და ჩემს წინააღმდეგ არის, აღმოჩნდა, რომ ეს არის საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი, იმდენად მცირე, რომ მე ეს განწყობები და მსგავსი შეფასებები ვერსად ვიგრძენი, ვერც სამსახურში, ვერც ყოფით პირობებში. საზოგადოებისგან ვიგრძენი ცალსახა და უპირობო მხარდაჭერა, ამან მაფიქრებინა, რომ მე კი არ უნდა ვტოვებდე სამსახურს, ეს ხალხი უნდა ტოვებდეს“, – აცახდებს თენგიზ ცერცვაძე „პირველ არხთან".
4 მაისს თენგიზ ცერცვაძე „ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოეხმაურა თანამდებობიდან მისი შესაძლო გადადგომის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. მან დაწერა, რომ ბოლო დღეებში მის მიმართ „აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებების და ბრალდებების გამო" გულნატკენი და შეურაცხყოფილია.
6 მაისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადეს, რომ დღის წესრიგში აღარ დგას ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის მიერ თანამდებობის დატოვების საკითხი.
3 მაისს ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ. მან ამ გადაწყვეტილების მიღება თავის ჯანმრთელობის მდგომარეობას დაუკავშირა.