საეჭვო ვითარებაში კიდევ ერთი რუსი ბიზნესმენი გარდაიცვალა
09/05/2022 19:00:46 მსოფლიო
გავრცელებული ცნობებით, "ლუკოილის" ყოფილი მთავარი მენეჯერი ალექსანდრ სუბოტინი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
ცხედარი მოსკოვთან ახლოს, ქალაქ მიტიშჩიში, სახლში იპოვეს.
მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტარდება ექსპეტრიზა იმის დასადგენად, არის თუ რა ნარკოტიკები სუბოტინის სხეულში.
წყაროების ცნობი, იმ სახლის მფლობელი, რომელშიც მილიარდერის ცხედარი აღმოაჩინეს, ამბობს, რომ სუბოტინი მასთან სახლში მივიდა და სთხოვა, ჩაეტარებინა ნაბახუსევი მდგომარეობის სიმპტომებისგან გათავისუფლების რიტუალი. პინდურინის თქმით, ბიზნესმენი მას ამგვარი სამსახურის გაწევას მანამდეც სთხოვდა ხოლმე.
აპრილში ესპანეთის მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ერთ-ერთ ვილაში აღმოჩენილ იქნა რუსეთის გაზის გიგანტური კომპანია "ნოვატეკის" ყოფილი მთავარი მენეჯერის, სერგეი პროტოსენიას, მისი ცოლის და ქალიშვილის გვამები.
მას მერე, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, საეჭვო ვითარებაში დაიღუპა რუსეთის ენერგეტიკული კომპანიების რამდენიმე სხვა მენეჯერიც.


