
CNN - აშშ-მა უკრაინას დაპირებული ტექნიკა გადასცა
09/05/2022 16:55:21 ევროპა, მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაპირებული შორი მანძილის 90 ჰაუბიციდან 85-ზე მეტი უკვე გადასცა, ასევე მიაწოდა 110 000-ზე მეტი საბრძოლო მასალა დაპირებული 184 000-დან,–იუწყება CNN-ი პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
წყაროს განცხადებით, 310-ზე მეტმა უკრაინელმა ჯარისკაცმა დაასრულა სწავლება ჰაუბიცების გამოყენებაზე, ასევე მიმდინარეობს კიდევ 50-ზე მეტი ჯარისკაცის წვრთნა.
სულ მცირე, ოცმა უკრაინელმა დაასრულა წვრთნა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებაზე Phoenix Ghost-ზე, 60-მა უკრაინელმა დაასრულა წვრთნა M113 ჯავშანტრანსპორტიორზე, კიდევ 45-ზე მეტმა ისწავლა ჯავშანტრანსპორტიორის მართვა, 15-მა უკრაინელმა ჯარისკაცმა კი, დაასრულა წვრთნა Q64-ის მართვაზე.