Accentnews.ge
"პუტინი უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობის ამ დონეს არ ელოდა"– რუსეთის ყოფილი პრემიერი

"პუტინი უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობის ამ დონეს არ ელოდა"– რუსეთის ყოფილი პრემიერი

09/05/2022 15:53:24 მსოფლიო

რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიხეილ კასიანოვის შეფასებით, ვლადიმირ პუტინმა იცის, რომ მისი ომი მარცხდება.

კასიანოვის აზრით, სწორედ ამაზე მეტყველებდა პუტინის ტექსტრი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიზღვნილ ღონისძიებაზე.

Sky News-თან საუბრისას კასიანოვმა აღნიშნა, რომ პუტინი აშკარად გასაჭირშია და რომ ეს „პუტინის ეპოქის დასასრულის დასაწყისია“.

„რუსეთის პრეზიდენტი შეცდომაში შეიყვანეს და არ ელოდა უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობის ამ დონეს“, - განაცხადა რუსეთის ყოფილმა პრემიერმა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ დღეს არ გამოცხადდა გამარჯვება, ნიშნავს, რომ რუსული ძალები "კარგავენ ძალას".

აღლუმზე პუტინის სიტყვით გამოსვლაში "სასოწარკვეთის ნიშნები" დაინახა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმაც.

ცნობისთვის: ვლადიმირ პუტინი 9 მაისთან დაკავშირებით გამართულ აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას ახალი არაფერი უთქვამს და კვლავ სცადა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამართლება.

მან გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი გამოსვლა რუსი მებრძოლებისადმი მიმართვით დაიწყო და აღნიშნა, რომ ისინი რუსეთის უსაფრთხოებისთვის იბრძვიან.

მოგვიანებით, პუტინმა ვეტერანებს "დიდი გამარჯვების" დღე მიულოცა.

იგი კვლავინდებურად ირწმუნება, რომ "ნატო და უკრაინა რუსეთის საზღვრებზე მოსკოვისთვის მიუღებელ საფრთხეებს ქმნიდნენ"

"რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში აუცილებელი და დროული ღონისძიება იყო. ეს იყო დამოუკიდებელი, ძლიერი, სუვერენული ქვეყნის სწორი გადაწყვეტილება", – დასძინა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S