Accentnews.ge
ჯონსონი: "არასდროს ვყოფილვარ უფრო მეტად დარწმუნებული, რომ უკრაინა გაიმარჯვებს!"

ჯონსონი: "არასდროს ვყოფილვარ უფრო მეტად დარწმუნებული, რომ უკრაინა გაიმარჯვებს!"

09/05/2022 15:31:57 ევროპა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და დაგმო რუსული აგრესია.

ჯონსონის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს და იქნება თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო.

"როდესაც ჩვენ მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღვნიშნავთ, ამ დროს არაჩვეულებრივი ევროპელი ერი მტრის სასტიკი შეჭრის წინააღმდეგ გადარჩენისთვის იბრძვის. დიდი პატივია, რომ მაქვს შანსი, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ გმირ უკრაინელ ხალხს დიდი ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერა აქვს. ისინი არაფერს ითხოვენ გარდა იმისა, რომ საკუთარ მიწაზე მშვიდად და თავისუფლად იცხოვრონ, რისი უფლებაც ყველა ქვეყანას აქვს. ვისაც ამის სჯერა და თავისთვისაც იგივე სურს, ვალდებულებას იზიარებენ, რომ იდგნენ უკრაინის გვერდით პუტინის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. 75 დღეა, რაც რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა დაიწყო, ისინი საპასუხოდ დაუღალავი სიძლიერითა და სიმამაცით იბრძვიან. იგერიებენ რუსების შეტევებს კიევზე და მსოფლიოს აჩვენებენ, რომ არცერთი რაოდენობის სამხედრო ძალას არ შეუძლია აჯობოს ადამიანებს, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ თავისუფლები იყვნენ. ჩვენ, დიდ ბრიტანეთში ვამაყობთ, რომ ომის დაწყებიდანავე მხარდამხარ ვდგავართ ჩვენი უკრაინელი მეგობრების გვერდით, ვაძლევთ მათ ჯაველინებსა და სხვადასხვა ტექნიკას, რაც რუსული ტანკებისგან, საჰაერო თავდასხმებისგან, საზღვაო იერიშებისგან თავის დასაცავად სჭირდებათ. ჩვენ მათ აგრეთვე გავუწიეთ 1 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტის ეკონომიკური, სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარება. პუტინის ომი ჩვენ დავგმეთ გაეროშიც და ყველა სხვა საერთაშორისო ფორუმზეც. როდესაც ეს ტანჯვა დასრულდება, დიდი ბრიტანეთი უკრაინას ქვეყნის აღდგენასა და ნებისმიერი სამომავლო თავდასხმისგან თავის დაცვაში დაეხმარება. ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, არასდროს ვყოფილვარ უფრო მეტად დარწმუნებული, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს, იქნება თავისუფალი, სუვერენული და კვლავ აღდგება. დიდი ბრიტანეთი იმდენი ხანი იქნება თქვენ გვერდით, რამდენიც ამის საჭიროება იქნება. მადლობა და დიდება უკრაინას". - ამბობს ჯონსონი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S