Accentnews.ge
"რუსეთში აღლუმის საჰაერო ნაწილი უკრაინული ПЗРК-ების გამო გაუქმდა"

"რუსეთში აღლუმის საჰაერო ნაწილი უკრაინული ПЗРК-ების გამო გაუქმდა"

09/05/2022 15:28:29 ევროპა, მსოფლიო

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ცნობით, მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი აღლუმის საჰაერო ნაწილი არა ამინდის, არამედ იმის გამო გაუქმდა, რომ ზოგიერთ ქალაქში მათ, შესაძლოა, გზად უკრაინული პორტაბელური საზენიტო სარაკეტო კომპლექსები (ПЗРК) შეხვედროდათ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთმა აღლუმის საჰაერო ნაწილი მოსკოვში, ეკატერინბურგში, ნოვოსიბირსკში, სამარაში, როსტოვში და სხვა დიდ ქალაქებში გააუქმა.

"კრემლის ოფიციალური ვერსიით, 9 მაისს, აღნიშვნის დროს, "აღლუმის საჰაერო ნაწილი ამინდის გამო გაუქმდა". საინტერესოა, რომ 2020 წელს რუსული მედია წერდა, რომ რუსეთის ფედერაციამ "ღრუბლების გაფანტვისთვი" 540 მილიონ რუბლზე მეტი დახარჯა, რათა სამხედრო ავიაციას უსაფრთხოდ ეფრინა. გასულ წელს კი ამაში 417 მილიონი რუბლი დაიხარჯა. შესაბამისად, "ცუდი ამინდის" შესახებ ისტორია მხოლოდ მანიპულაციაა, რადგან პუტინისთვის საკრალური მნიშვნელობის დღეს რუსეთისთვის 500 მილიონი რუბლის დახარჯვა პრობლემას არ წარმოადგენს. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა შეფასებებით, რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში მიდმინარე "სპეცოპერაციაზე" $500 მილიონიდან $20 მილიარდამდე ხარჯავს". - წერია განცხადებაში.

კრემლის სპიკერის დმიტრი პესკოვის მტკიცებით, მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი აღლუმის საჰაერო ნაწილი ამინდის გამო გაუქმდა.

სამხედრო ექსპერტების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ კრემლში შეეშინდათ, სამხედრო თვითმფრინავების სამიზნე თავად ლიდერშიფი არ გამხდაროყო.

აღლუმის დროს წითელი მოედნის თავზე 77 თვითმფრინავს უნდა ეფრინა, წინა დღეებში რუსული საჰაერო ძალები რეპეტიციას გადიოდნენ, მათ შორის, ცაზე Z სიმბოლოს გამოსახავდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S