Accentnews.ge
ჩინეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერი უკრაინასთან დაკავშირებით გააფრთხილა

ჩინეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერი უკრაინასთან დაკავშირებით გააფრთხილა

09/05/2022 11:57:07 მსოფლიო

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინასთან დაკავშირებით გააფრთხილა, – იუწყება ჩინეთის სახელმწიფო მედია.

მისი ცნობით, ორ ლიდერს შორის სატელეფონო საუბრისას სი ძინპინმა ოლაფ შოლცს განუცხადა, რომ "ყველა ძალისხმევა უნდა იქნას გაწეული იმისათვის, რომ უკრაინის კონფლიქტი კიდევ უფრო მეტად არ გამწვავდეს და უკონტროლო ვითარებაში არ გადაიზარდოს".

როგორც ჩინეთის სახელმწიფო მედია იტყობინება, სი ძინპინმა გერმანია მიიწვია, მონაწილეობა მიიღოს "გლობალური უსაფრთხოების ინიციატივაში".

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S