უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის სატანკო ბიატლონის გამარჯვებული მოკლეს
09/05/2022 11:22:25 მსოფლიო
უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების "სატანკო ბიატლონის ჩემპიონი" მოკლეს, - იუწყება საერთაშორისო მოხალისეთა საზოგადოება.
ბასანოვი სატანკო ბიატლონის ჩემპიონი, რუსი უმცროსი სერჟანტი იყო. არსებული ცნობებით, სამხედრო საკუთარ ტანკშივე დაიწვა. ბატო ბასანოვი 14 მარტს მოკლე. იგი ულან-უდეში 6 მაისს დაკრძალეს.
25 წლის ბატო ბასანოვი ულან-უდეში ცხოვრობდა. მან მონაწილეობა მიიღო სატანკო ბიატლონში 2021 წელს. იგი იყო კონკურსის გამარჯვებული. მისი გუნდი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მას მსროლელის პოზიცია ჰქონდა.


