რუსულ პორტალ "ლენტა.რუ"-ს თანამშრომლებმა საიტზე ანტისაომარი სტატიები განათავსეს
09/05/2022 10:26:34 მსოფლიო
"ლენტა.რუ“-ზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საინფორმაციო ვებ–საიტია რუსეთში, 9 მაისის დილით რამდენიმე მასალა უკრაინაში მიმდინარე ომის თაობაზე რუსეთის ხელისუფლების მწვავე კრიტიკით გამოქვეყნდა.
სტატიები სათაურებით "რუსეთის არმია აღმოჩნდა ქურდებისა და მძარცველების არმია" ან "ვლადიმერ პუტინი გადაიქცა პათეტიკურ დიქტატორად და პარანოიდად" საიტიდან ამჟამად აღებულია.
ვებ-არქივში დაცულია რამდენიმე სტატია და საიტის მთავარი გვერდის ეკრანიზაცია. ისინი "ლენტა.რუ"-ს თანამშრომლების სახელებითაა ხელმოწერილი. კერძოდ, სტატიის გამოქვეყნებაზე "ომი ვერ ფარავს ეკონომიკაში ჩავარდნებს. პუტინიმა უნდა წავიდეს", პასუხისმგებლობა იკისრეს "ეკონომიკის" და "საყოფაცხოვრებო სფეროს" განყოფილებების ხელმღძვანელმა და რედაქტორმა ეგორ პოლიაკოვმა და ალექსანდრა მიროშნიკოვამ. "ჩვენ ვეძებთ სამუშაოს, იურისტებს და, ალბათ, პოლიტიკურ თავშესაფარს!",- ნათქვამია სტატიის ბოლოს.


