Accentnews.ge
მედია  – ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ

მედია  – ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ

09/05/2022 10:19:32 მსოფლიო

ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ, – იუწყება Bloomberg.

მისი ცნობით, უნგრეთი განაგრძობს რუსული ნავთობის იმპორტისა და ტრანსპორტირების შეზღუდვების დაბლოკვას.

სანქციების მეექვსე პაკეტი, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს რუსული ნავთობის შეძენისა და ტრანსპორტირების აკრძალვას. 2024 წლამდე იმპორტის გამონაკლისი შეთავაზებულია უნგრეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთისთვის, რომელთა ეკონომიკა ძლიერ არის დამოკიდებული რუსულ საწვავზე. უნგრეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს შეღავათი მათთვის საკმარისი არ არის და მოითხოვენ, აუნაზღაურონ ბუდაპეშტს სხვა ქვეყნების მარაგებზე რეორიენტაციის ხარჯები.

გარდა ამისა, კვიპროსი და საბერძნეთი, რომლებიც აკონტროლებენ ტანკერების მნიშვნელოვან ფლოტებს, ითხოვენ ნავთობის ტრანსპორტირების აკრძალვის გადადებას, სანამ მსგავსი შეზღუდვა „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ არ დაწესდება.

სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს დაწესებას, რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისა და სადაზღვევო მომსახურების და ასევე სამი სახელმწიფო ტელეარხის მაუწყებლობის აკრძალვას გეგმავს. ახალი სანქციების პროექტით იგეგმება „სბერბანკისა“ და კიდევ ორი მსხვილი ბანკის გათიშვა SWIFT-ის ბანკთაშორის საკომუნიკაციო სისტემიდან. გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეებისათვის, რომლებიც ევროკავშირის მაცხოვრებლები არ არიან, ევროკავშირისგან უძრავი ქონების ყიდვა აიკრძალება.

სანქციების პაკეტი ერთსულოვანი კენჭისყრით უნდა იქნეს მიღებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S