Accentnews.ge
"რუსეთის სამხედრო ძალების დანაკარგები ტრაგედიაა ჩვენთვის"

"რუსეთის სამხედრო ძალების დანაკარგები ტრაგედიაა ჩვენთვის"

09/05/2022 07:56:05 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინის ომში "რუსული ძალების დანაკარგები ტრაგედიაა მოსკოვისთვის". ამის შესახებ მან 9 მაისს გამართულ აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ეს აუნაზღაურებელი დანაკარგებია ჩვენი ჯარისკაცების ოჯახებისთვის", – განაცხადა პუტინმა.

მან დაჭრილ ჯარისკაცებს და ოფიცრებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა და თქვა, რომ დღეს ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რათა „ძლიერი მხარდაჭერა გაუწიოს დაღუპული თანამებრძოლების შვილებს“.

პუტინს დანაკარგების შესახებ მეტი კომენტარი არ გაუკეთებია. მოსკოვი ამ დრომდე არ აქვეყნებს სტატისტიკას რა ფასად უჯდება რუსეთს უკრაიანში შეჭრა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S