კრემლი 9 მაისის აღლუმზე თვითმფრინავების არმონაწილეობაზე იუწყება
09/05/2022 07:21:37 მსოფლიო
კრემლი 9 მაისის აღლუმზე თვითმფრინავების არმონაწილეობაზე იუწყება.
როგორც კრემლში აცხადებენ, უამინდომის გამო აღლუმის მიმდინარეობისას თვითმფრინავების გადაფრენა ვერ მოხერხდება.
დღეს, 9 მაისს რუსეთი აღნიშნავს "დიდ სამამულო ომში" გამარჯვების 77-ე წლისთავს. მოსკოვში, წითელ მოედანზე გაიმართება აღლუმი, რომელშიც, კრემლის მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებების ინფორმაციით, მონაწილეობას მიიღებს 11 ათასი სამხედრო. წითელ მოედანზე სიტყვით გამოვა პრეზიდენტი პუტინი.


