მედია – "ლუკოილის" ყოფილი ტოპ-მენეჯერი შამანებთან სეანსის შემდეგ გარდაიცვალა
09/05/2022 06:37:50 მსოფლიო
კომპანია "ლუკოილის" ყოფილი ტოპ-მენეჯერი ალექსანდრ სუბოტინი შამანებთან სეანსის შემდეგ გარდაიცვალა, – იუწყება ტელეგრამ არხი "Mash".
მისი ცნობით, "შამანმა და მისმა მეუღლემ კლიენტები მიიღეს ჩვეულებრივ კერძო სახლში და შესთავაზეს მათ შხამიანი გომბეშოთი მკურნალობა. სეანსის შემდეგ ბიზნესმენს გულზე პრობლემა შეექმნა. მასპინძელმა სასწრაფო არ გამოიძახა, წამალი დაალევინა და მას დაძინება ურჩია. ამის შემდეგ ის გარდაცვლილი ნახეს".
გამოცემა წერს, "რომ ბიზნესმენი შამანების მომსახურებით რეგულარულად სარგებლობდა და იგი ალკოჰოლიზმს მკურნალობდა".
ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ დადასტურებულა.


