
კანადის პრემიერ-მინისტრი ირპენში ჩავიდა
08/05/2022 19:28:01 ევროპა
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო უკრაინის ქალაქ ირპენში ჩავიდა და რუსული სამხედროების მიერ განადგურებული შენობები მოინახულა.
უკრაინის რადას ინფორმაციით, ტრუდოს ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ გავრცელებულა.
დღეს უკრაინაში ასევე მოულოდნელად ჩავიდა აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი. მან უკრაინის პირველ ლედისთან ოლენა ზელენსკასთან ერთად მოინახულა სკოლა, სადაც უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებსაც რუსული აგრესიის გამო საცხოვრებლის დატოვება მოუწიათ, თავს დროებით აფარებენ.
უკრაინაში ასევე იმყოფება გერმანიის ბუნდესრაგის პრეზიდენტი, რომელიც კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.