Accentnews.ge
როგორ იხსნა უკრაინელმა მოზარდმა ოთხი ადამიანის სიცოცხლე

როგორ იხსნა უკრაინელმა მოზარდმა ოთხი ადამიანის სიცოცხლე

08/05/2022 19:24:47 საზოგადოება

15 წლის დაჭრილმა უკრაინელმა გოგომ 4 ადამიანი გადაარჩინა,– წერს CNN.

ირკვევა, რომ ანასტასიამ უკრაინულ ქალაქ პოპასნადან, სადაც ბრძოლა მიმდინარეობდა, მანქანით 4 ადამიანის გამოყვანა შეძლო, რომელთაგან 2 დაჭრილი იყო. გოგონას საჭესთან დაჯდომა მას შემდეგ მოუხდა, რაც დაბომბვისას მძღოლი დაშავდა.

ქალაქის დატოვებისას ოკუპანტებმა ანასტასიას მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რა დროსაც გოგომ ფეხის არეში ორი ჭრილობა მიიღო, თუცა მანქანის მართვა არ შეუწყვეტია, რადგან სურდა, დაჭრილებს დახმარებოდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გოგონამ რუსული ცეცხლის ქვეშ, დანაღმულ გზაზე 32 კილომეტრი იარა და მგზავრების სამშვიდობოზე გაყვანა შეძლო.

„როდესაც სროლა დაიწყეს, მანქანა გაჩერდა, თუმცა მისი დაქოქვა მოვახერხე. ისინი გვესროდნენ. გარკვეული დისტანცია გავიარე, მაგრამ მანქანა კვლავ გაჩერდა, რადგან ტყვიამ ბატარია დააზიანა“ – იხსენებს მოზარდი.

გოგო და მისი მგზავრები უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებით ქალაქ ბახმუტის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S