
ბელარუსმა და ჩინეთმა ახალი იარაღი შექმნეს
24/09/2019 05:56:36 სხვა, მსოფლიო
ბელარუსმა და ჩინეთმა ახალი საშუალო რადიუსის მქონე რაკეტა შექმნეს,- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.
მისივე განმარტებით, "გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე იქნა მიღებული".
ამასთან, ბელარუსის პირველი პირი ამბობს, რომ მომავალში "მეტად ძლიერი იარაღის შექმნას" გეგმავს.