Accentnews.ge
ზელენსკიმ ხელი მოაწერა უკრაინის კანონმდებლობის „დესოვიეტიზაციას“

ზელენსკიმ ხელი მოაწერა უკრაინის კანონმდებლობის „დესოვიეტიზაციას“

06/05/2022 19:44:07 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს უკრაინის კანონმდებლობის „დესოვიეტიზაციის“ შესახებ,- იუწყება უკრაინის უმაღლესი რადა.

კანონპროექტი აუქმებს სსრკ-ის პერიოდის 1200 აქტს. გარდა ამისა, უკრაინის კანონმდებლობაში აღარ იქნება ნახსენები ტერმინები: „დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გამარჯვება“; „ლენინური იდეები კომუნისტური საზოგადოების მშენებლობისთვის“ და ა.შ.

უფრო ადრე უმაღლესმა რადამ მიიღო კანონმდებლობა პრორუსული პარტიების უკრაინაში მოღვაწეობის აკრძალვის შესახებ. აკრძალვა პარტიებს შეეხებათ იმ შემთხვევაში, თუ მათი მიზნები და პროგრამა მიმართული იქნება უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის გამართლებისაკენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S