კუბაზე, სასტუმროში მომხდარ ძლიერ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
06/05/2022 19:22:58 მსოფლიო
კუბის დედაქალაქ ჰავანაში, სასტუმრო Hotel Saratoga–ში აფეთქება მოხდა. შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, 30 დაშავდა.
პოლიციელები და მაშველები ნანგრევებიდან გადარჩენილების ამოყვანას ცდილობენ.
კუბის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა.
"ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აფეთქება უბედური შემთხვევა იყო", - ნათქვამია განცხადებაში.
თვითმხილველები ყვებიან, რომ ძლიერი აფეთქება იყო, რამაც სასტუმროს სიახლოვეს ავტობუსები და მანქანები დააზიანა.


