
ვერეშჩუკი: "დღეს აზოვსტალიდან 50 ადამიანი გამოვიყვანეთ"
06/05/2022 19:19:51 ევროპა
უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, დღეს მარიუპოლის აზოვსტალიდან 50 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია მოხერხდა.
როგორც ვერეშჩუკმა აღნიშნა, მთელი დღის განმავლობაში ქარხნის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ბრძოლები და ოკუპანტები სხვადასხვა პროვოკაციებს აწყობდნენ, ასევე არღვევდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
"ამიტომ ევაკუაცია ძალიან ნელა მიმდინარეობდა. დღეს შევძელით, აზოვსტალიდან 50 ადამიანი გამოგვეყვანა - ქალები, ბავშვები და მოხუცები. ხვალ, დილიდან განვაახლებთ საევაკუაციო ოპერაციას და მოქალაქეებს ზაპოროჟიეში გადავიყვანთ", - წერს ვერეშჩუკი.