Accentnews.ge
ბავშვებზე სქსუალური ძალადობისა და მკვლელობისთვის პკისტანში 20 პირი დააკავეს

ბავშვებზე სქსუალური ძალადობისა და მკვლელობისთვის პკისტანში 20 პირი დააკავეს

24/09/2019 04:34:11 სხვა, მსოფლიო

პაკისტანის პოლიციამ ბავშვების მკვლელობებზე 20 ეჭვმიტანილი დააკავა. როგორც მედია წერს, გასულ კვირას პანჯაბის პროვინციის ქალაქში კასურის გასულ კვირას რვა წლის ბიჭუნას ცხედარი იპოვეს. ბავშვი მაღაზიიდან შინ მიმავალ გზაზე იყო გაუჩინარებული. როგორც ირკვევა, ცხედარს სექსუალური ძალადობის კვალი აღენიშნება. გასულ კვირასვე ამავე რაიონში იპოვეს კიდევ ორი ბიჭის ცხედარი. როგორც ცნობილია, გასულ კვირას ერთი არასრულწლოვანი გაუჩინარდა, და რამდენიმე თვეა, ნათესავები სამ ბავშვს ეძებენ. 

ფაქტმა რეგიონში საზოგადოებრივი პროტესტი გამიწვია. დემონსტრანტებმა ხელისუფლება უმოქმედებაში დაადანაშაულეს.უფლებადამცველების მონაცემებით, 2018 წელს ქვეყანაში ბავშვებზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობის 3800-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც უკვე აღინიშნა, დაკავებულია 20 დაკავებული ეჭვმიტანილი და მიმდინარეობს დეენემ-ის შემოწმება. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S