ბაიდენი "ლენდ-ლიზის" კანონს ხელს 9 მაისს მოაწერს
06/05/2022 18:06:03 მსოფლიო
თეთრი სახლის პრესსპიკერის ჯენ ფასკი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ლენდ-ლიზის კანონს ხელს 9 მაისს მოაწერს.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად დაუჭირა მხარი "უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტის" მიღებას.
ეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინას უფრო სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და საჭირო მარაგები რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას.
თავად ხელმოწერის თარიღიც სიმბოლურია, რადგან 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამაჯვების მორიგი წლისთავი აღინიშნება, ხოლო ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და კონფლიქტის მსვლელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტად მიიჩნევა: ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ს მისცა შესაძლებლობა ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირეებისთვის სწრაფად მიეწოდებინა მარაგები.


