Accentnews.ge
ზელენსკი მსოფლიოში პოლიტიკური ქაოსის შესახებ გაფრთხლებით გამოდის

ზელენსკი მსოფლიოში პოლიტიკური ქაოსის შესახებ გაფრთხლებით გამოდის

06/05/2022 15:57:52 ევროპა, მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ მსოფლიოს ათეულობით სახელმწიფოს რამდენიმე ნაბიჯი აშორებს პოლიტიკური ქაოსისგან, რაც შეიძლება, იყოს სასურსათო და ინფლაციის კრიზისის შედეგი.

„რუსეთმა გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაშვების მიზნით, ევროპის დაშანტაჟებით ფასების კრიზისის პროვოცირება მოახდინა. „გაზპრომმა“ შეგნებულად არ მიაწოდა ბაზარს საჭირო რაოდენობის გაზი დეფიციტის დასაფარად და ამ ყველაფრის შედეგად ევროპაში გაზის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამან ყველა ევროპელს დაარტყა“ განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ამჟამად რუსეთი ოკუპირებულ პორტებს ბლოკავს და გლობალური ბაზარი უკრაინიდან რამდენიმე ძირითადი პროდუქტის საკმარისი მარაგის მიწოდების გარეშეა დარჩენილი:

„ჩვენ გვაქვს მსოფლიოსთვის პრიორიტეტული პროდუქტი: მარცვლეული, მზესუმზირის ზეთი, სიმინდი და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტები.

ზოგიერთ ქვეყანაში მზესუმზირის ზეთის დეფიციტია, სხვა ქვეყნებში ჩვენს მარაგებთან დაკავშირებული აგროწარმოების ჯაჭვები ნელდება, არის ძირითადი საკვები პროდუქტების დეფიციტი. ეს ყველაფერი ერთად ქმნის ზეწოლას ფასებზე ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, აზიაში. შემდეგ კი ეს გავლენას მოახდენს მსოფლიოს სხვა რეგიონებზე და დაზარალდებიან ყველაზე ღარიბები, დაზარალდება საშუალო კლასიც. ცხადია, ამის პოლიტიკური შედეგები შეიძლება, საშიში იყოს. პოლიტიკური ქაოსი არის სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი კომპონენტი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S