Accentnews.ge
ზელენსკიმ შოლცს მოუწოდა, გადადგას „ძლიერი ნაბიჯი“ და 9 მაისს ეწვიოს კიევს

ზელენსკიმ შოლცს მოუწოდა, გადადგას „ძლიერი ნაბიჯი“ და 9 მაისს ეწვიოს კიევს

06/05/2022 15:07:27 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს მოუწოდა, გადადგას "ძლიერი ნაბიჯი" და 9 მაისს ეწვიოს კიევს.

„ის მოწვეულია. მას შეუძლია, გადადგას ეს ძალიან ძლიერი პოლიტიკური ნაბიჯი - 9 მაისს კიევში ჩამოვიდეს. მე მნიშვნელობაზე არ ვისაუბრებ. ვფიქრობ, საკმარისად განათლებული ხართ, რომ გაიგოთ, რატომ“, - თქვა ზელენსკიმ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ 8 მაისს შოლცი ტელევიზიით მიმართავს გერმანიის მოქალაქეებს. თემა იქნება უკრაინის ომი და მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 77 წლისთავი.

ერთი დღით ადრე ბუნდესტაგის სპიკერმა ბერბელ ბასმა ასევე განაცხადა უკრაინაში ვიზიტის შესახებ. ასევე იგეგმება გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი.

კიევსა და ბერლინს შორის დამატებითი დაძაბულობა გაჩნდა შტაინმაიერის ვიზიტზე უარის თქმის გამო. კერძოდ, უკრაინულმა მხარემ უარი თქვა მის მიღებაზე რუსეთთან მრავალწლიანი მჭიდრო ურთიერთობის გამო და მის ნაცვლად გერმანიის კანცლერი მიიწვია. შოლცმა მიწვევის მიღებაზე უარი განაცხადა პრეზიდენტთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის მოგვარებამდე და აღნიშნა, რომ კიევისგან შესაბამის ნაბიჯებს ელის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S