
შოლცი – პუტინზე: „ის ამ ომს ვერ მოიგებს!"
06/05/2022 14:46:19 ევროპა, მსოფლიო
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას ჩვენი დროის უდიდესი კატასტროფა უწოდა და აღნიშნა, რომ კრემლის ლიდერი ამ ომს ვერ მოიგებს.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია ჩვენი დროის უდიდესი კატასტროფაა. ამ გამანადგურებელი ომის, აგრესიის შემდეგ მსოფლიო არ იქნება ისეთი, როგორც ადრე იყო. ეს უკვე აღარ არის“, – განაცხადა შოლცმა.
მისი თქმით, ბევრი შეუძლებლად მიიჩნევდა მსგავს ესკალაციას ახლო საერთაშორისო კავშირების გამო:
„რაციონალური თვალსაზრისით, ეროვნული ეკონომიკების მჭიდრო ურთიერთდამოკიდებულებამ დიდი ხანია, შეიარაღებული კონფლიქტი ისეთი ძვირი გახადა, რომ არც ერთმა მხარემ არ უნდა იფიქროს ამ მეთოდის გამოყენებაზე. ხარჯისა და სარგებლის ნებისმიერი რაციონალური ლოგიკა ირღვევა, როდესაც ირაციონალური აქტორები იდეოლოგიური სიბრმავის გამო, თანამშრომლობის იდეას უგულებელყოფენ.
გერმანიის კანცლერმა გააკრიტიკა პუტინის რეჟიმის იმპერიალისტური და რევანშისტული იდეოლოგია:
„ჩვენ უკრაინას ვუწევთ ყველანაირ მხარდაჭერას, რისი მიცემაც შეგვიძლია. ამავდროულად, ვიღებთ პასუხისმგებლობას, ვლადიმირ პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს დანაშაულებრივი, აგრესიული ომი! ის ვერ მოიგებს ომს! თუ ვლადიმირ პუტინს ეს გაუვა, არსებობს საერთაშორისო თვითნებობის რისკი. მხოლოდ ამ მიზეზითაც რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს “.