Accentnews.ge
Amnesty International: "რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა"

Amnesty International: "რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა"

06/05/2022 13:39:11 მსოფლიო

Amnesty International-ის განცხადებით, არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ რუსულმა ჯარმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა. უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული ძალები უკრაინაში შეჭრის ადრეულ ეტაპზე, კერძოდ კი კიევზე წარუმატებელი თავდასხმის დროს, სამოქალაქო პირებს „აწამებდნენ და ესროდნენ“.

Amnesty International-ის მტკიცებით, რუსული ავიაციის მიერ პირველ-ორ მარტს ქალაქ ბოროდიანკაში საცხოვრებელ კორპუსებზე განხორციელებული დარტყმები, რის შედეგადაც სულ მცირე 40 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, იყო "არაპროპორციული, განურჩეველი და აშკარა სამხედრო დანაშაული".

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S